17 წლამდე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამაში უკვე 600 868 ბავშვი დარეგისტრირდა – 200 ლარიანი დახმარების გაცემა კი, სექტემბრიდან დაიწყება

17 წლამდე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დღეის მონაცემებით, პროგრამაში უკვე 600 868 ბავშვი დარეგისტრირდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა. დღეის მონაცემებით, მე მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი პროგრამა, რომელიც განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლამდე ბავშვების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება, დახმარებების მიღება სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო განაცხადების მიღება 1 დეკემბრამდე.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button