გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების უკან მდგომი პირების ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების უკან მდგომი პირების ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

“ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე ის მოწმეები, რომელიც მომავალში დაიკითხებიან მათ არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ცალსახად ხელს უშლის გამოძიებას, შემდგომ ეს პირები უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან კუთხით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, მიეცემა სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ის პირები, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა მათ ქმედებებსაც.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, აღნიშნული ჩვენება ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან და არც სხვა გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოში როდესაც დადგება ის ეტაპი, როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის სასამართლოს წინაშე რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია,” – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ,” რადიო თავისუფლებამ” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმი გამოაქვეყნა. გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, “ტოიოტა ქამრში” გამართული დიალოგს დეტალებს აღწერს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button