პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button