სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა. ის მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ოჯახის წევრები მედიასთან არ კონტაქტობენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button