სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება

სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. ახალი წესების თანახმად ასაკი 18-დან 22 წლის ჩათვლით განისაზღვრა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყებასა და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ ისაუბრა.

რომან ჯოხაძის ინფორმაციით, აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. აქტიური რეზერვის პროგრამა 5-წლიანი იქნება.

“მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button