მაია ბუწაშვილი: ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა

სკოლის დაწყებამდე ერთი თვე გვაქვს და ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იმედია ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ. თუ შემთხვევების აღმავლობა მოხდა მაშინ შეიძლება ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. ძალიან მომეწონა, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოდ არ დააწესეს, წარმოუდგენელია ბავშვებმა პირბადე სწორად ატარონ, არასწორად გამოყენებული და ბინძური პირბადე კი ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველია არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა მიკრობის გავრცელებისთვისაც“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button