
საქართველოში ,,კოვიდ 19″-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთ პირის ინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა – გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – NCDC ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 შემთხვევიდან 9 ეპიდაფეთქების ზონას-სვანეთს უკავშირდება, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი იმპორტირებული, ხოლო ერთის შემთხვევაში მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს მოძიება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 7597 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.