ოზი ოსბორნსა და მის ცოლზე რომანტიკულ ფილმს გადაიღებენ

ბრიტანელ როკ-მუსიკოსზე, ჯგუფ Black Sabbath-ის ლიდერზე ოზი ოსბორნსა და მის ცოლ შერონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ მუსიკოსმა The Rolling Stone-თან საუბარში განაცხადა.

„როგორც ვიცი ფილმი ჩემსა და შერონზე, ჩვენს ურთიერთობაზე იქნება. ჩვენს გაცნობაზე, იმაზე თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დავქორწინდით. შერონი ჩემი მეორე ნახევარია. ჩემთან ერთად გაიზარდა, მე კი მასთან ერთად. ცოტა ხნის წინ ქორწინების 38-ე წლისთავი აღვნიშნეთ“,- თქვა მუსიკოსმა.

თავის მხრივ, შერონ ოსბორნმა განაცხადა, რომ სურათი ბოლო დროს ცნობილ მუსიკოსებზე გადაღებული ფილმებისგან განსხვავებული იქნება.

„ჩვენი ფილმი უფრო რეალური იქნება. მას ბავშვებისთვის არ ვაკეთებთ. ეს იქნება ფილმი ზრდასრულებისთვის“, – განმარტა მან.

პროექტზე მუშაობა ჯერ ადრეულ სტადიაზეა, მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button