გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ორსულებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას დაიწყებს

ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებულ მდგომარეობა და სახელწიფოს სტატეგია, – ამ საკითხებზე ბათუმში კონფერენცია ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აჭარის მთავრობის წევრები და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენაზე, ასევე სწრაფ რეაგირებაზე მსჯელობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა სწრაფი გამოკვლევის ოთხი აპარატი და ლაბორატორიული დანადგარები. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ორსულებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას იწყებს, რაც ერთ-ერთი პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.

დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გახდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემადგენლობის მაღალი დონე აღმოაჩნდა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფიქსირდა. კვლევა 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარდა.

„მულტიინდიკატორული კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში ტყვიის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბავშვებში განსაკუთრებით, გვაქვს პრობლემა. ტყვია მძიმე მეტალია, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მომატება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ასევე იმერეთი. დაიწყო სწრაფი რეაგირება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა პირველ ეტაპზე ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ გაფართოვდება კვლევის მასშტაბები. უნისეფმა გვაჩუქა 4 აპარატი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. აქედან ერთს გადავცემ აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება საშუალება ამ კვლევების ჩატარების. ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ტარდება ტყვიის ცნობიერების ამაღლება. კიდევ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, რადგან პრობლემა აღმოვფხვრათ მას ჭირდება 3 წელი მაინც თუმცა ამ მიზნით ბრძოლის სტრატეგია შემუშავებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button