ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 065 შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 912 823 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 15 498 ადამიანი, 722 964-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button