როგორ მიიღებენ 17-წლამდე ბავშვები 200-ლარიან დახმარებას

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 17 წლამდე მოქალაქეები წინასაკოლოდ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.
15 აგვისტოდან 200 ლარიანი დახმარების მისაღებად ბავშვებმა რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და
შეგროვების შემდეგ 1-დან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებს ჩაერიცხება ის თანხა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს ნიშნავს, რომ კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button