თამარ ბაჩალიაშვილის დედის საჯარო განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომელიც ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.

უწყების ცნობით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button