რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა

სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა. მიზეზი სვანეთში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობაა.

დღეს გამოვლენილი 14 შემთხვევიდან 12 სწორედ აღნიშნულ რეგიონს უკავშირდება. ამ დროისათვის, სვანეთში სულ 30 შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც მესამე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

“12 ახალი შემთხვევა ისევ ლენჯერის თემს უკავშირდება, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლენჯერის თემში მოძრაობა გამკაცრდეს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, გვინდა მათ სრული მოსახლეობა მოიცვან და გამოიკვლიონ. გაჟღერდა ვერსია, რომ თითქოს სასურსათო დეფიციტი იყო ლენჯერის მუნიციპალიტეტში რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს,”- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მომდევნო დღეებში გაირკვევა სრულად ჩაიკეტება თუ არა მესტიაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button