საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 5 623 შემთხვევა დადასტურდა, 3 562 ადამიანი განიკურნა, ხოლო 212 – გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button