ლარსის გამშვებ პუნქტზე ინფექციის დადასტურების მიუხედავად, მთავრობა რეგიონში მკაცრი ზომების გატარებას არ გეგმავს

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყაზბეგის რეგიონში მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებს, თუმცა ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გიორგი გახარიას თქმით, ამ დროისათვის სიტუაცია სრულად კონტროლდება.

“გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ინფიცირებული თანამშრომელი, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტზე მსახურობდნენ. ჭორებიც ვრცელდებოდა სხვადასხვა მედია სივრცეში, რომ თითქოს მთავრობა ყაზბეგშიც აპირებდა სვანეთის მსგავსად შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არანაირი რისკი არ არსებობს ჯერ ამის. ყაზბეგში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, ამიტომ ეს მხოლოდ ჭორია. არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვის დაწესებას,”- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ლარსის გამშვებ პუნქტზე ამ დროისათვის კორონავირუსი 7 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button