ამირან გამყრელიძე: ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ და ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია

ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

მისი თქმით, ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი. მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა.

„სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული, საზღვარზე მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელები, ადგილობრივები იყვნენ, სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან. ამ ორი სოფლის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყო. ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button