5-დღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში დაკარგული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან 5 დღის წინ დაკარგული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მერაბ ამბროსიძის ცხედარი მეზობელ სოფელში, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა ნახა.

ოჯახის ინფორმაციით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წარსულში რამდენჯერმე დაიკარგა.

სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button