საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კოროპნავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა ასახული.

ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 44-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია.

“დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.

დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 1264 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1054 გამოჯანმრთელდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button