მთავარი🦠COVID19სვანეთში 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებშია გადაყვანილი.

პარალელურად, მუშაობას აგრძელებს სპეციალისტთა 12 ჯგუფი და აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებულია ბლოკ-პოსტები და ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.
დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ.

მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება არ შეუძლიათ, ტურისტები კი, საკარანტინო სივრცეებში არიან გადანაწილებული. ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარიც.

 

პოპულარული სიახლეები