ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, მეორე წრის შეხვედრებით განახლდა

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, მეორე წრის შეხვედრებით განახლდა. ქვეყნის საუკეთესო გუნდმა, თბილისის „დინამომ“ „დინამო 2“ 27:4 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ანდრია ბითაძე იყო, რომელმაც ხუთი ბურთი გაიტანა. დიდი სხვაობით გაიმარჯვა „არენამაც“, რომელმაც „ლოკომოტივს“ 26:8 მოუგო.

„თბილისმა“ კი „სპორტ მენეჯმენტი“ 16:4 დაამარცხა. წყალბურთის ეროვნულ ჩემპიონატში მომდევნო ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button