სენატორი ჯიმ რიში: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბელარუსის მომავლისა და სუვერენიტეტისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„გასულ კვირას ბელარუსები შეეცადნენ, მონაწილეობა მიეღოთ დემოკრატიულ პროცესში და მოელოდნენ, რომ მათი ხმები ზუსტად დათვლილი იქნებოდა. ის, რომ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გადაწყვიტა, ოპოზიციისა და საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის პასუხი ძალადობითა და რეპრესიებით გაეცა, უგუნური ნაბიჯია. ლუკაშენკომ ხმების ზუსტი დათვლა უნდა დაუშვას. არსებული ინფორმაციით, იგი დემოკრატიულად არ აურჩევიათ. მან ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მედიის ჩახშობა, ინტერნეტის გათიშვა, დაპატიმრებები და ძალადობა მათზე, ვინც ბელარუსისთვის სხვა გზა აირჩია. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბელარუსის მომავლისა და სუვერენიტეტისთვის“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე ნეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button