მოყვარულმა არქეოლოგმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები იპოვა

ბრიტანელმა მოყვარულმა არქეოლოგმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის ხმლები, სამკაულები და ტყავის ნაკეთობები იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მარიუშ სტეპინმა ნივთები ივნისში, მეგობრებთან ერთად ლითონის დეტექტორის დახმარებით აღმოაჩინა. მან ამის შესახებ პროფესიონალებს შეატყობინა, შემდეგ კი 22 დღის განმავლობაში ადგილზე მათ მუშაობას აკვირდებოდა.

სპეციალისტების თქმით, სტეპინის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის ნივთებს ნაკლებად პოულობდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button