მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

სპეცრაზმმა დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მილიცია რეზინის ტყვიებს იყენებს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე ნეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button