თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, შსს-ში გარკვეული ინფორმაცია მიიღეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შს სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არაა სიახლე, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით, შიგნით რაღაც-რაღაცეები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, გაიხსნება ტელეფონი გაიხსნება“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button