დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 183 ადამიანს დაუდგინდა და 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 183 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 185 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ ინფიცრებულთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 243 180 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 873 ადამიანი, 226 155-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button