ავსტრალიაში ძლიერი ქარის გამო ჩანჩქერები უკუმიმართულებით მიედინება

ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში ორ ჩანჩქერში წყალი უკუმიმართულებით – ქვემოდან ზევით მიედინება. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ უჩვეულო მოვლენას „ამობრუნებული ჩანჩქერი“ ეწოდება, მისი გამომწვევი მიზეზი კი ძლიერი ქარია. შტატში, სამეფო პარკში ქარის სიჩქარემ საათში 70 კილომეტრი შეადგინა, ჰაერის ნაკადები ისეთი ძლიერი გამოჩნდა, რომ ჩანჩქერებმა მათ ვერ გაუძლეს.

პარკში გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ჩანს, რომ ქარი კლდეებიდან წყლის ბუნებრივ დინებას არღვევს და ნაკადი ზევით ადის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button