ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თამაშზე დასწრებას გულშემატკივრები ვერ შეძლებენ. ეს გუნდები ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს შეხვდნენ და მაშინ ორი მატჩის ჯამში ალბანელებმა გაიმარჯვეს. „ტირანა“ ალბანეთის 25-გზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის 16-გზის, ხოლო სუპერთასის 11-გზის მფლობელია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button