სვანეთში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან, 17 ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია

მესტიაში, სოფელ ლენჯერში კოვიდ 19-ის აფეთქება მოხდა – არსებული ინფორმაციით, სოფელ ლენჯერში თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული ოჯახის ერთ-ერთი წევრი კორონავირუსით იყო იფიცირებული. დღეის კვლევებით ინფექცია ოჯახის ყველა დანარჩენ წევრს, სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა. 

ოჯახის 11 წევრის გადმოყვანა იგეგმება ამ წუთებში ზუგდიდში, რუხის საავადმყოფოში. ერთი ინფიცირებული უკვე ქუთაისშია, ოჯახის ხუთი წევრი კი თბილისში იმყოფება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ჩაიკეტება თუ არა სოფელი ლენჯერი. გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, თუ ინფიცირება აღნიშნულ ოჯახს არ გასცდა, სოფელს საკარანტინე ზომების გამკაცრება არ დაემუქრება.

10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1250 ადამიანია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button