მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

მარკ ცუკერბერგზე მეტ ქონებას ამ ეტაპზე Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის მეპატრონე ბილ გეიტსი ფლობს.

გამოცემის მიხედვით, Facebook-ის აქციების ფასი 6.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც დონალდ ტამპმა განაცხადა, რომ გასართობ აპლიკაცია TikTok-ს 45 დღის განმავლობაში აკრძალავს.

Facebook-ი აცხადებს, რომ სოციალური პლატფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლთა შორის და პლატფორმას, WhatsApp-ისა და Instagram-ის ჩათვლით, 3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანიის ცნობით, Facebook-ის ქსელი განსაკუთრებით მოთხოვნადი პამდემიის დროს გახდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციებზე ფასი 30%-ით გაიზარდა, რამაც მარკ ცუკერბერგს $22 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button