გახარია: დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი გაიმარჯვებს და დაიწყებს შრომას კახეთის განვითარებისთვის

კახეთისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან – ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

„დიდი პატივია დღეს ვიყო აქ და მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო, ჩვენი ქვეყნისა და კახეთის მომავალზე. რა თქმა უნდა, დიდი პატივია დღეს განსაკუთრებით, წელს განსაკუთრებით, როდესაც პატარა კახის დაბადების დღიდან 300 წელი გადის. უდიდესი ქართველის, უდიდესი მებრძოლის და ამ კუთხის უდიდესი შვილის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. რა თქმა უნდა, 2012 წლის შემდგომ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის. ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა ყურადღება იყო კონცენტრირებული კახეთისკენ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით, 54 ათასი ტონა ყურძენი. 2019 წელს მოიკრიფა 278 ათასი ტონა ყურძენი, 5-ჯერ მეტი. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე. სახელმწიფო გვერდში უდნა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აღმშენებლობა, რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, სადაც ახალა ვიმყოფებით და ეს მუზეუმი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაკეთდეს, თელავის რეაბილიტაცია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, კუღდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი და ასეთი ბაღები უნდა იყოს ყველგან. რა თქმა უნდა, უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. წელს დამთავრდება მშვენიერი სასწავლო ცენტრის „პრესტიჟის“ მშენებლობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან – ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ყველა პრობლემა დღეს რეგიონი, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა პრობლემის. ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის განვითარებისთვის. ყველამ ერთად, ყველაფერი უდნა გავაკეთოთ თელავის კეთილდღეობისთვის და საბოლოო ჯამში, საქართველოს კეთილდღეობისთვის. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button