სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, 46-დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

11 პროვინციიდან და სხვადასხვა ქალაქიდან 5 900-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. 4 600-მდე იძულებით გადაადგილებული ამ დრომდე თავშესაფრებში რჩება.

სტიქიის პერიმეტრი 9 300-მდე ჰექტარს მოიცავს. დაზიანებულია დაახლოებით 9 500 კერძო თუ სახელმწიფო ობიექტი.

სიტუაციას ართულებს მუსონიც, რომელიც, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერია ამ ქვეყანაში. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას არ ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ 10 აგვისტოს სეზონის მეხუთე ტროპიკული ციკლონია მოსალოდნელი, რომელიც წვიმის ინტენსივობას გაზრდის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button