ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფრომაციას Aljazeera ავრცელებს.

გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

„8 აგვისტოს საღამომდე, 26 ცხედარი ვიპოვეთ, დღეს კი – კიდევ სამი“ – აცხადებენ კერალას შტატის პოლიციაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დასახლებაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ უმეტესობას ამ დრომდე ეძებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button