უბედური შემთხვევა თბილისში – ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ფონიჭალაში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button