მავრიკიაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მავრიკიაზე საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კუნძულთან, ინდოეთის ოკეანეში გემი მეჩეჩზე დაჯდა და წყალში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. ამის შესახებ euronews წერს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრავინდ ჯაგნოტმა განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი ქვეყანას საფრთხეს უქმნის, იმ ფონზე, როცა უკვე მილიონი ადამიანი კორონავირუსის პანდემიისგან იტანჯება.

ხელისუფლებამ უკვე სთხოვა საფრანგეთს, დაეხმაროს პატარა ქვეყანას, რომელიც ძირითადად ტურიზმიდან და თევზჭერიდან იღებს შემოსავალს.

იაპონური ტანკერი Wakashio, რომელიც პანამის დროშით ჩინეთიდან ბრაზილიაში მიცურავდა მეჩეჩზე მავრიკიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაჯდა.

ტანკერს 4000 ტონა ნედლი ნავთობი და დიზელი გადაჰქონდა. შემთხვევა ივლისში მოხდა, თუმცა ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შესახებ ტანკერის კაპიტანმა მავრიკიის მთავრობას სამი დღის წინ აცნობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button