პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

„გასულ კვირას გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, თუ როგორი ძლიერი გავლენა მოახდინა პანდემიამ ჩვენს საქმიანობაზე. რთული გადაწყვეტილებები მიღება გვიწევს, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ. არასდროს ვიფიქრებდით, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button