ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს სთხოვა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის დიახ, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button