,,არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული ჩემი შვილი სახლიდან’- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და  მათი ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან.

ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გამოძიებაში FBI ჩაერთოს. გოგონას დედა აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა და გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას განიხილასავს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თამარის ოჯახის წევრები.

შვილმკვდარი დედა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და აცხადებს რომ დღეიდან შიმშილობას იწყებს.

,,ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის შსს-ს მიერ ,,ჩანერგილი” პიროვნება, არც იმას გამოვრიცხავ რომ სწორედ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული ჩემი შვილი სახლიდან,”- აცხადებს თამარის დედა, თეონა თამაზაშვილი

განცხადება ოჯახის ადვოკატმა მიშა რამიშვილმაც გააკეთა, რომელიც დარწმუნებულია, რომ შსს-ს მიერ არანაირი გამოძიება არ განხორციელდება.

,,მთელი ლეპტოპი აბსოლუტურად გაუბედურებულია , წაშლილია ყველაფერი და ეს იმას ნიშნავს რომ არაფერს გამოიძიებენ  და ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ გარკვეული ინფორმაციის ფლობას და სწორედ მკვლელობას, რომელიც ამ ბავშვის მიმართ იყო გამოყენებული. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button