იმოგზაურე ჩვენთან ერთად – ქალაქი დორტმუნდი

”დორტმუნდი”   თვალწარმტაცი და მყუდრო ქალაქი, ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ სამშობლო და ლუდის ხარშვის ძველი ტრადიციებით მატარებელი ქალაქი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ და დაათვალიეროთ უამრავი ისტორიული ციხესიმაგრე, ტაძრები, უჩვეულო მუზეუმები.  დორტმუნდი ითვლება ევროპის ერთ-ერთ მწვანე ქალაქად, მისი ტერიტორიის ნახევარი უკავია პარკებს, ბაღებს, მას აქვს გერმანიის ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსი.

შუა საუკუნეებში მეზობელ სათავადოებს  შურდათ მისი სიმდიდრის და დიდების, ამის გამო ის  ხშირად საომარი მოქმედებების მიზეზი ხდებოდა, ქალაქი ბევრჯერ დაზიანდა საომარი მოქმედებების გამო. ამ საომარი მოქმედებების შედეგად დორტმუნდმა ორჯერ განიცადა აყვავების ხანა მე14 და მე19 საუკუნეებში. დღეს ქალაქი არის გერმანიის ინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი, ეკოლოგიის კუთხით ჰაერი აქ საკმაოდ სუფთაა.

ქალაქის რამოდენიმე ღირსშესანიშნაობა რაც უნდა დაათვალიეროთ…

 

  1. ქალაქის მერია  აშენებულია მე 19 საუკუნეში, ეს არის ულამაზესი ნეო-რენესანსული ეპოქის ხუთსართულიანი შენობა. ქალაქის მერია – მუნიციპალიტეტი პირველად ისტორიულ წყარებში მოხსენიებულია 6 საუკუნის წინ, თუმცა შენობამ ვერ მოაღწია ჩვენს დრომდე. შენობის მშენებლობისას გამოყენებული იყო ისტორიული შენობის არქიტექტურული ელემენტები. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა ძალიან დაზიანდა, თუმცა შემდეგ შენობა იქნა აღდგენილი.
     
  2. არწივის კოშკი     ქალაქის კედლის ერთ-ერთი კოშკი, რომელიც 1992 წელს იქნა აღდგენილია მისი ისტორიული გარეგნობით. ახალი შენობა აღმართეს XIII-XIV საუკუნეების ფუნდამენტზე. არწივის კოშკში განთავსებულია ქალაქის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შუა საუკუნეების იარაღი და ჯავშანი, საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენები და ძველი ქალაქის მოდელი. 
  1. წმინდა რინალდის ეკლესია   დენტმუნდის მფარველი წმინდანის, წმინდა რინალდისადმი მიძღვნილი ტაძარი. ეკლესია წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს და ხშირად გამოსახულია სუვენირებზე. 104 მეტრიანი სამრეკლოს თავზე დამონტაჟებულია არწივის ფორმის ფლუგერი (ეს ფრინველი დორტმუნდის სიმბოლოდ ითვლება, ფლუგერი – მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებას და სიჩქარეს). წმინდა რინალდის ეკლესია  აშენდა მე -9 საუკუნეში, მას შემდეგ ამ შენობამ მრავალი ნგრევა და ხანძარი განიცადა. დღევანდელი სახე მიეცა მე-XIII საუკუნეში.
  1. წმინდა პეტრეს ეკლესია    შუა საუკუნეების ტაძარია, რომელიც აშენდა და დაარსდა XIV საუკუნეში. ის აგებული იყო იმ დროინდელი რეგიონის მთავარ გზაზე, რომელიც მიემართებოდა ქალაქ ხელვეგამდე. როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, მშენებლობა გაგრძელდა რამოდენიმე საუკუნე. მისი გუმბათი დამონტაჟებულია მე- XVIII საუკუნეში. ეკლესიის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება უნიკალური საკურთხეველი, რომელიც ცნობილია უნიკალური საკურთხეველი, რომელიც ცნობილია „ვესტფალიის ოქროს საოცრების“ სახელწოდებით. მასში ნაჩვენებია რელიეფური სცენები სახარებიდან.
      

 

 

5. ლუდსახარშის მუზეუმი «Brauerei-Museum Dortmund»     დორტმუნდი ცნობილია მთელ გერმანიაში, როგორც ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ლუდი მზადდება. მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ერთ – ერთი ლუდსახარშის დარბაზში. მუზეუმში შეგიძლიათ

გაეცნოთ დორტუმენდის ლუდის ხარშვის ტრადიციის ისტორიას და გადახედოთ იმდროინდელ იშვიათ აღჭურვილობას. ასევე, დამთვალიერებლები დაინტერესდებიან დაათვალიერონ ძველი თიხის ჭიქები და ლუდის ბოთლების კოლექციები.

  1. დორტმუნდის U-Tower კულტურის ცენტრი    ხელოვნების სივრცე და კულტურული ცენტრი, რომელიც განთავსებულია ყოფილი ლუდსახარშის შენობაში. ქარხანა აშენებული იყო 1926 წელს და იმ დროს ის იყო ყველაზე მაღალი შენობა დორტმუნდში. 1994 წელს ლუდსახარშის დახურვის შემდეგ ყველა დამხმარე ნაგებობები დაანგრიეს და დატოვეს მხოლოდ კოშკი, რომელშიც განთავსდა კულტურული ცენტრი. აქ გამოიფინება  XX-XXI საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები და მუშავდება ინოვაციური საგანმანათლებო პროგრამები.
  1. რომბერგ პარკი    დორტმუნდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც განლაგებულია 65 ჰექტარზე (ერთ – ერთი უდიდესია მსოფლიოში). ბაღი ქალაქში XIX საუკუნის დასაწყისში დაარსდა, მუსიკოს რონენბერგის ოჯახის ძალისხმევით. პარკის სათბურებში ნახავთ კაქტუსებს, პალმებს, გვიმრებს, სამკურნალო და ეგზოტიკურ ბუჩქებს. მთლიანობაში, დორტმუნდის ბოტანიკურ ბაღში ფლორის დაახლოებით 4.5 ათასი წარმომადგენელი იზრდება.

8 . Westfalenpark    პარკი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ვარდების უზარმაზარი ბაღი. მასში იზრდება 3 ათასზე მეტი სახეობის ვარდი. აქ არის თავმოყრილი ამ ლამაზი ყვავილების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან – ეგზოტიკური, ძველი და ახლახან გამოყვანილი ჯიშები. ვესტფალენპარკის ტერიტორია დაყოფილია ზონებად: შუასაუკუნეების ვარდების ბაღი, მოდერნის სტილის ბაღი, ანტიკვარული ბაღი, ქალაქის ვარდების ბაღი, გერმანული ვარდები და ა.შ. პარკის თანამშრომლები ატარებენ სამეცნიერო კვლევებს ვარდების უცნობი სახეობების დასადგენად. 

facebook,com/INTERLIENE2

ვტორი: ზაზა წურწუმია    

 

მაჩვენე მეტი
Back to top button