სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლის ჩათვლით ბავშვები, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ – გიორგი გახარია

საქართველოს მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში.

საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button