„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, კლინიკის ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდათ

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებულ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს 100 ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში იმყოფება.

აუბარია ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button