ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი მომზადებული სიუჟეტის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს

ქაშიაშვილის თქმით, რადგან არსებობდა წყაროს იდენტიფიცირების საფრთხე, მას კითხვებისთვის საერთოდ არ უპასუხია.

“საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშილის ბუდოვან გარდაცვალებას. შაბათის ფორმულაში გავრცელებული ინფორმაია არის სხვადასხვა წყაროსგან მოწოდებული, ეს ინფორმაცია უფრო ადრე გვქონდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის დაზუსტება არ ხდებოდა, ჩვენ თავი შევიკავეთ გავრცელებისგან. მას შემდეგ, რაც სანდო წყარო გამოჩნდა საგამოძიებო სისტემიდან და დაგვიდასტურეს ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდთ, შემდომ გავაშუქეთ. გამოძიება გარდა შაბათის ფორმულაში გასული ინფორმაიისა, ვერ გაიგებს ჩემგან ვერაფერს”, — თქვა დავით ქაშიაშვილმა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წყარო არის გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან.

ადვოკატმა კი განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება ჩვენება მისცეს გამოძიებას იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. ფორმულა ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ფაილების შინაარსი უცნობია, თუმცა საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.ბაჩალიაშვილის სიკვდილი სამი მაღალჩინოსნის კომპრომატის მოპოვებას უკავშირდება — ფორმულა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button