გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევაა დადასტურებული

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი კვლავ წითელ ზონად რჩება. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, 63 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული, რომელთაგანაც 60% ყარაჯალარიდანაა.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 63 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ტესტირებები გრძელდება და, ძირითადად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა წყარო არაა დადგენილი. ეს გამონაკლისი შემთხვევებია. თუ ტესტირებები გაფართოვდება და შემთხვევები არ გამოიპარება, უახლოეს პერიოდში, უკეთეს შედეგს მივიღებთ“ – აცხადებს მარიამ გოგოლაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ათასზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button