ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო შტატის დედაქალაქ მელბურნში კომენდანტის საათი დაწესდა​

მელბურნში გასულ კვირას „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვიქტორიაში „კოვიდ-19“-ის 671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი გადაცემისა და უცნობი წყაროდან ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შტატში შეზღუდვები დააწესეს, რომლებიც ძალაში კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში იქნება. მელბურნში 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button