TikTok-მა დონალდ ტრამპის გამოსვლას უპასუხა, სადაც მან ჩინური კომპანიის აშშ-ში აკრძალვის შესახებ დაანონსა

TikTok-მა დონალდ ტრამპის გამოსვლას უპასუხა, სადაც მან ჩინური კომპანიის აშშ-ში აკრძალვის შესახებ დაანონსა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

როგორც TikTok-ის სპიკერმა განაცხადა, პლატფორმა მილიონობით ამერიკელს კორონავირუსული პანდემიის დროს გასართობითა და კავშირით უზრუნველყოფდა. ასევე სპიკერმა კატეგორიულად უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ თითქოს კომპანიის ჩინელი მეპატრონე მომხმარებელთა პირად ინფორმაციას პეკინს უზიარებს.

„TikTok-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახება. კომპანიის ყველაზე მსხვილი ინვესტორები აშშ-დან არიან. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ოჯახებში სიხარულის შეტანას“, – განაცხადა სპიკერმა.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში ამას უარყოფენ. 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button