დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 74 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსს 46 193 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირდა 771 ადამიანი. სულ დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პერიოდში 303 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური ბიურო განსხვავებულ ცნობას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 54 000 ადამიანი გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button