ირლანდიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 85 შემთხვევა დაფიქსირდა

ირლანდიაში 22 მაისის შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ირლანდიაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სიენენი ირლანდიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირლანდიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების 26 027 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1 763 პაციენტი.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან ნახევარი ვირუსის გავრცელების კერებს უკავშირდება, ხოლო 39% უკვე ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები არიან.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button