გამოკითხულთა 10%-ის აზრით, COVID-19-ის გავრცელება 5G-ს უკავშირდება

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტ ტექნოლოგიას უკავშირდება.

საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს გამოკითხულთა 45%, რომელიც ამბობს, რომ 5G-ს კორონავირუსის გავრცლებასთან კავშირი არ აქვს.

კვლევის თანახმად, იმას, რომ 5G კორონავირუსის გავრცელებას არ უკავშირდება, თბილისში გამოკითხულთა 58% ეთანხმება, სხვა ქალაქებში 47%, ხოლო სოფლებში – 32%.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button