შავი მაისურები 19 წლის ფეხბურთელის ფოტოთი და წარწერა ,,შაქარა”- გიორგი შაქარაშვილის მეგობრები სასამრთლოზე მივიდნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ.

პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლებას მოითხოვს.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც იმყოფებიან, მათ შავი მაისურები აცვიათ, გარდაცვლილი მეგობრის ფოტოთი და წარწერით “შაქარა”.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული. ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან

არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button