ძალიან ბევრი ფეის-მეგობარი გაკვირვებული მწერს: “ხედავ, ნაცებს როგორ გააქვთ ერთმანეთი? იციან დამნაშავე სექტაა, მაგრამ მაინც უჭერენ მხარს ერთმანეთს”

“ძალიან ბევრი ფეის-მეგობარი გაკვირვებული მწერს: “ხედავ, ნაცებს როგორ გააქვთ ერთმანეთი? იციან დამნაშავე სექტაა, მაგრამ მაინც უჭერენ მხარს ერთმანეთს…

საჯაროდ გავცემ ამაზე პასუხს: მიშას და ზოგადად, ნაცების მომხრეებს იმდენი ფული აქვთ აღებული – უნდათ თუ არა – შავზე თეთრიაო – მაინც უნდა თქვან, სხვა გზა არ აქვთ. ერთხელ ერთ ნაციონალს ერთ-ერთ პროექტზე ვუთხარი: – ეს ბიძინას გაკეთებულია მეთქი?! – რას ამბობ, ეგ მიშამ გააკეთაო! ამას ისე დამაჯერებლად ამბობდა – ზუსტად რომ არ მცოდნოდა, დავუჯერებდი. აი, ასეთი უტეხები არიან.

ოცნებისგან განსხვავებით ნაციონალები თავის მომხრეებს არავის დააჩაგვრინებენ – ეს აქვთ დადებითი. 2011 წელში, როცა ბატონმა ბიძინამ განცხადება გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, სწორედ იმ წამიდან დავდექი მის გვერდით. კარგად გვახსოვს ყველას – როგორ გვავიწროებდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები… ბევრნი ვიყავით მაშინ, ვინც წრფელი გულით და უანგაროდ დავდექით ბატონ ბიძინას გვერდით და დღემდე ასე მოვდივართ.

ერთი რამ, რაც სასწრაფოდ უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ ისაა, რომ შეწყვიტოს კოჰაბიტაცია ნაცებთან. ესაა ხალხი, ვინც ნატრობს ვინმე დაიღუპოს, რომ მერე რეიტინგი აიწიონ და „ვითომგამოძიებები“ ჩატარონ.

როგორც ვიცი ირაკლი კობახიძემ გერმანიაში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. მინდა მივმართო მას: – ბატონო ირაკლი, მეც გერმანიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ, დღეს საქართველოში რაც ხდება – გარკვეული ოპოზიციური ძალების ზღვარსგადასული უმსგავსო საქციელი – ეს ხომ ევროპაში მიუღებელია?!!

ბატონი ბიძინა არ არის ამ უვარგისების სალაპარაკო, ხოდა იმოქმედეთ, დაასრულეთ მათი პარპაში, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მოიყვანს გაზაფხულს!!! 🤷” ,,– წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათუნა ბარათაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button