ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დედამიწაზე COVID-19 284 196 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 9 753-ით გაიზარდა, რაც 30 აპრილის შემდეგ ლეტალობის ყველა მაღალი მაჩვენებელია.

მანამდე ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი მატება 18 ივლისს დაფიქსირდა, როცა ვირუსი 259 848 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button